მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თურქეთსა და სომხეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ტურიზმმა კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა"

57a0926657248
BM.GE
02.08.16 16:29
1417
თურქეთსა და სომხეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ტურიზმმა კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ორივე ქვეყნიდან საქართველომ დაახლოებით 30 000 ტურისტი დაკარგა, თუმცა საბოლოო ტურისტების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, აღნიშნულმა ციფრმა საერთო რაოდენობაზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა.

"დღეს ტურიზმი ისეთი პრიორიტეტულია, როგორც არასდროს. ტურიზმმა კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა, - ივლისში თურქეთსა და სომხეთში იყო საკმაოდ რთული პოლიტიკური მდგომარეობა, ეს ორი ქვეყანა საქართველოში შემოსვლების თვალსაზრისით სამეულში შედის და დიდი დარტყმა მივიღეთ, რადგან მსგავსი მოვლენებისას ადამიანს მოგზაურობის ნაკლების სურვილი უჩნდება. ამ ორი ქვეყნიდან დაახლოებით 25 000- 30 000 ტურისტი დავკარგეთ, მაგრამ რახან ტურისტული ზრდა დიდია, გადაბალანსება მოხდა და დაფიქსირდა 17%-იანი ზრდა", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები