თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში, ბალიკეშირის პროვინციაში რამდენიმე საათის წინ 6.1-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტის განმარტებით, ბიძგები 6 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სწორედ ამან განაპირობა მიწისძვრის გავრცელება ბალიკეშირიდან სტამბოლამდე, იზმირამდე, ბურსამდე და ტეკირდოღამდე. 6.1-ბალიანი მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა არაერთი შენობა-ნაგებობა, ასევე დაიბზარა საცხოვრებელი კორპუსები და დაზიანდა კომუნიკაციის საშუალებები.
ჯერჯერობით, არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ. საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტი სტიქიის ზონაში მყოფებს მაღალსართულიანი შენობებისაგან შორს ყოფნისკენ მოუწოდებენ, რადგან არსებობს ბიძგების განმეორების საფრთხე.
გეოფიზიკის ექსპერტების განმარტებით, რყევის ზედაპირულობამ განაპირობა ის, რომ ბიძგები მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად იგრძნობოდა. საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტმა მოვლენათა ეპიცენტრში უკვე გაგზავნა სამაშველო ეკიპაჟები. ბალიკეშირში მიწისძვრები 8 აგვისტოდან არაერთხელ მომხდარა. მათ შორის, ერთ-ერთი მიწისძვრისას მსხვერპლიც მოჰყვა.




























