მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში დღგ-ს მოცულობა და ტელეფონების რეგისტრაციის გადასახადი გაიზარდა

64ac1f761b602
გიორგი თოლორდავა
11.07.23 00:45
1403
ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მიზნით, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დამატებითი ღირებულების გადასახადი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ქვეყანაში დღგ-ს მოცულობამ 20% შეადგინა, ნაცვლად 18%-ისა.

მოგეხსენებათ, დამატებითი ღირებულების გადასახადი ეროვნული ბიუჯეტის მდგენელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მაგალითად, გასული წლის ბიუჯეტის 1/3 სწორედ დღგ-სგან მიღებული შემოსავლით იყო შემდგარი.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში თურქეთის ბიუჯეტის დეფიციტი 10.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტის გაღრმავება თურქეთის სამხრეთით მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ და 2023 წლის საარჩევნო კამპანიამ გამოიწვია.

გარდა ამისა, თურქეთში იმპორტირებული მობილური ტელეფონების სარეგისტრაციო გადასახადი 230%-ით, 20,000 ლირამდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქეთის ბაზარზე უცხოეთიდან იმპორტირებული სმარტფონების ფასები მკვეთრად გაიზრდება, მოქალაქეები კი პირადი მოხმარების მიზნით მობილურების შეძენას მეზობელ სახელმწიფოებში დაიწყებენ, იქ, სადაც ფასები დაბალია და უვიზო მიმოსვლა ხელმისაწვდომი, ასეთი ქვეყანა კი სწორედ საქართველოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები