თურქეთში, მარმარისში 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქში ადგილობრივი დროით 02:17 საათზე დაფიქსირდა.
ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს.
მისივე თქმით, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ რეგიონებშიც, მათ შორის საბერძნეთში, როდოსის კუნძულზე. მიწისძვრა იგრძნობოდა მუღლასა და რამდენიმე სხვა პროვინციაში, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა.
მუგლას გუბერნატორის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. დაშავებულია 69 ადამიანი.