მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთში ექსპორტის მსურველი კომპანიების რიცხვი შემცირდა

593ada440c1e6
BM.GE
10.06.17 11:00
1219
თურქეთის ბაზრის მერყევმა ფასებმა შეამცირა თურქეთის მიმართულების ექსპორტის მსურველი კომპანიების რიცხვი. შედეგად, მაისში თურქეთის მიმართულებით ექსპორტის აუთვისებელმა სიმძლავრემ (ATC) 4 მგვტ. შეადგინა (250 მგვტ.-დან). G&T-ის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ექსპორტის ძირითადი მსურველები ის კომპანიები არიან, ვისაც აქვთ პრიორიტეტული წვდომა საქართველო-თურქეთის შემაერთებელ ელექტროგადამცემ ხაზ „მესხეთზე“. ზედიზედ მეორე წელია, რაც ერთ-ერთი ასეთი კომპანია, შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“ (ფარავანჰესის მფლობელი), უარს აცხადებს ექსპორტის პრიორიტეტულ უფლებაზე მაისი-ივლისის გარდა პერიოდისთვის, თავისი შემოსავლის კვტ.სთ.-ზე დაახლოებით 4.5 აშშ ცენტის ფარგლებში დასაზღვევად და ქვეყნის ენერგოდეფიციტის შესავსებად.

სომხეთი აგრეთვე მიმზიდველი საექსპორტო ბაზარია. ამ მიმართულებით ექსპორტს, კერძო კომპანია სსეკ-ის გარდა, ესკოც ახორციელებს. 2017 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში სომხეთიდან იმპორტირებული ენერგიის (116.3 გვტ.სთ) სანაცვლოდ ესკო განახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს სომხეთში მაისში და ივნისში. იმპორტის საფასურის ექსპორტით გადახდის პრაქტიკას ესკო აზერბაიჯანიდან 2012 წელს იმპორტირებული ენერგიისთვისაც იყენებს, რომლის საფასურის დაფარვასაც 2016-17 წლებში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტით ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები