მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მედიკამენტები ძვირდება - გავლენა საქართველოს ბაზარზე

BM.GE
21.07.22 14:47
355
53 მლნ ლარის დანაზოგი - სწორედ ამ მოცულობის თანხა დაზოგეს საქართველოს მოქალაქეებმა წლის დასაწყისიდან თურქეთდან მედიკამენტების იმპორტის დაშვებით... თუმცა, დღეს ბაზარზე ფასების გაძვირების მოლოდინია... მიზეზი, თურქეთში მაღალი ინფლაცია და მის პასუხად გამოცემილი თურქრთის პრეზიდენტის ბრძანებაა, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს და რითაც თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. სააფთიაქო ქსელების ნაწილი ელის, რომ გადაწყვეტილება თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ფასს 25-30%-ით გააძვირებს, ჯანდაცვის სამინისტში კი, განმარტავენ რომ რომ ფასის შესაძლო ზრდის მიუხედავად, თურქული წამლები მის ალტერნატივებთან შედარებით მაინც უფრო იაფი იქნება. რა წილს იკავებს ბაზარზე და დარჩება თუ არა კონკურენტული თურქულ წამლებზე ფასი? 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები