თურქეთში მობილურ ტელეფონებზე დღგ და რეგისტრაციის გადასახადი გაიზარდა
BM.GE
11.07.23 16:40
• 126
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მიზნით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დამატებითი ღირებულების გადასახადი 2 პროცენტული პუნქტით, 20%-მდე გაზარდა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში თურქეთის ბიუჯეტის დეფიციტი 10.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტის გაღრმავება თურქეთის სამხრეთით მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ და 2023 წლის საარჩევნო კამპანიამ გამოიწვია. გარდა ამისა, თურქეთში გაიზარდა იმპორტირებული მობილური ტელეფონების სარეგისტრაციო გადასახადიც. ამ თემაზე უფრო ვრცლად, “საქმის კურსის” პირდაპირ ეთერში საქმიანი საღამოს წამყვანი, გიორგი არონია მოგვიყვება. გიორგი, გამარჯობა! რა გავლენას მოახდენს ერდოღანის ეს გადაწყვეტილება მობილური ტელეფონების ქართველ ექსპორტიორებზე?