მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ონლაინ გაყიდვები 85%-ით გაიზარდა

6001a673cbb08
ნათია თაქთაქიშვილი
17.01.21 16:30
1007
"ელექტრონული კომერციის ოპერატორთა ასოციაცია" აცხადებს, რომ თურქეთში ონლაინ გაყიდვები 2020 წელს 85%–ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასეთი ზრდა მომხმარებელთა ქცევის ცვლილებას უკავშირდება, რაც პანდემიით არის გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ელექტრნული გაყიდვების მოცულობამ 2020 წელს 34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ "ელექტრონული კომერციის ოპერატორთა ასოციაციის" გათვლებით ონალინ გაყიდვების მოცულობა 2021-ში კიდევ უფრო გაიზრდება და 54 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება.

ონალინ გაყიდვების სერვისი ყველაზე დიდი პოპულარულობით სასურსათო პროდუქტების და სუპერმარკეტების შემთხვევაში სარგებლობდა.

ონალინ გაყიდვების სერვისი აქტიურად გამოიყენა 17-იდან 70-წლამდე ასაკობრივმა ჯგუფმა, მაშინ როდესაც გასულ წლებში ონალინ გაყიდვების სერვისს მხოლოდ 45 წლის ქვემოთ ასაკობრივი ჯგუფი იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ოანლინ გაყიდვების სერვისი 100,000-მდე ბიზნეს ოპერატორმა დანერგა, 2020 წლამდე კი მათი რაოდენობა 69,999 შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები