საქართველოს ელჩს თურქეთში, გიორგი ჯანჯღავას უფლებამოსილების ვადა ეწურება. მისი პოსტიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობის განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.
როგორც გიორგი ჯანჯღავამ bm.ge-ს განუცხადა, მისი ბოლო სამუშაო დღე თურქეთში საქართველოს ელჩის პოზიციაზე 31 მაისი იქნება.
ცნობისთვის, გიორგი ჯანჯღავა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს 2018 წლიდან იკავებს. ვინ იქნება მისი შემცვლელი, ჯერჯერობით უცნობია.