მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეეებს მიმართავს

6108eaa44af4b
ინგა მურუსიძე
03.08.21 16:30
1207
თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს.  "თურქეთის რესაპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო, გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე:

ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ: თურქეთის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინციები ტყის ხანძრებმა უკვე რამდენიმე დღეა მოიცვა და დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდა. ხანძრის გამო ანტალიიდან, ბოდრუმიდან და სხვა საკურორტო ქალაქებიდან ევაკუირებულია ასეულობით ტურისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები