თურქეთის ხელისუფლებამ საკუთარი აგრარული ბაზრები გახსნა, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ხილ-ბოსტნეული 2-ჯერ უფრო იაფად შეიძინონ, ვიდრე ეს თურქეთის სხვა აგრარულ ბაზრებზეა შესაძლებელი.
ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
თურქეთის მთავრობამ დაბალი ფასები პროდუქციაზე შუამავლებთან კომუნიკაციის გარეშე შეძლო, რომელთაც ხელისუფლება საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებაში ადანაშაულებს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო 1 წლის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე ფასები 3-ჯერ გაიზარდა.
Euronews-ის ინფორმაციითვე, თურქეთის ხელისუფლება უახლოეს პერიოდში დაბალ ფასებში, ბრინჯის, ოსპისა და სარეცხი საშუალებების გაყიდვასაც გეგმავს; მსგავსი აგრონომიული ბაზრები ამ ეტაპზე მხოლოდ სტაბულსა და ანკარაშია.

























