თურქეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ სილოპში რეკორდული, 50.5 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა. სილოპის გარდა სიცხე საშუალოზე 6-12 გრადუსით მაღალია თურქეთის 31 პროვინციაში.
ანატოლიის ნახევარკუნძულზე ხანძრის კერები არაერთ ქალაქის სიახლოვეს გაჩნდა. მათ შორის ბურსაში, კარაბუკში და იზმირში. ხანძრებმა ბურსაში 3000 ჰექტარი ტყე დაწვა. დასახლებული ტერიტორიის დატოვება კი 3,500 ადამიანს მოუწია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 15-ს მიაღწია. მათგან 10 - მეხანძრეა.
სამაშველო მოქმედებებში 2,300 მეხანძრე-მაშველი, 27 თვითმფრინავი და 105 შვეულმფრენია ჩართული, თუმცა ძლიერი ქარისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო ხანძრის კერების ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.




























