მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთში წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

5791ad59008c9
BM.GE
22.07.16 09:19
2063
თურქეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელსიუფლებას ულება აქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც დროის კონკრეტულ მომენტსა და კონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს: ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა; ქუჩაში გასვლა და გადაადგილება; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება; განახორციელოს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია;პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე, დააწესოს ცალკეულ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობა და სხვა.

თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები (სარფი, ვალე, კარწახი) მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. რაც შეეხება ავიაფრენებს, გამკაცრებული უსაფრთხოებისა და კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები 5-6 საათით ადრე გამოცხადნენ აეროპორტებში.

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040;

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +905418184400

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე:

+ 90541 326 22 26
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზზე: 577984020

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები