მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თურქეთში ყველა დიდ ოჯახს აქვს ბანკი თავის ჯგუფში, მთავარია რომ საბანკო სეგმენტის დიდი ნაწილი არ იყოს მათ ხელში"

58ada03c37e0c
BM.GE
22.02.17 19:00
2063
"თურქეთში ყველა დიდ ოჯახს აქვს ბანკი თავის ჯგუფში, მთავარია რომ საბანკო სეგმენტის დიდი ნაწილი არ იყოს ჯგუფის ხელში", - ასე უპასხუხა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტების კითხვას არაპროფილური აქტივების კომერციული ბანკებისგან გამიჯვნასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. ბიზნესმენი თვლის, რომ მსგავსი რეგულაციები, რომელიც მათ შორის ჰოლდინგების მიერ ბანკების ფლობას მოიცავს, მყისიერად ვერ განხორციელდება.

"მსგავსი პრეცედენტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც, თუმცა ძალიან ფაქიზი და სენსიტიური ზღვარია დასაჭერი.

თურქეთში ყველა დიდ ოჯახს აქვს ბანკი თავის ჯგუფში. მაგრამ მთავარია რომ საბანკო სეგმენტის დიდი ნაწილი არ იყოს მათ ხელში. შევთანხმდებით ამაზეც, ვერცერთ ბიზნესს ვერ დავაზიანებთ, ბანკების უმეტესობა ჩვენი ასოციაციის წევრია. მყისიერად ესეთი რეგულაციები ვერ მოხდება", - განაცხადა პაპაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები