მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რებილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

57e0dc4c75b3f
BM.GE
20.09.16 10:44
1365
ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

აღნიშნული გზა ერთმანეთთან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას აკავშირებს. ამ გზით ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა და საზრანზიტო გადაზიდვები. ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ61-კმ62) რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: გზის სფუძვლის მოწყობას, ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებას, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ბეტონის პარაპეტების, ავტობუსის გასჩერებელი მოედნის, ტროტუარების, გაბიონების ხელოვნური ნაგებობების საორიენტაციო ბოძკინტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობას. ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ ეტაპზე, ბორდიურების, ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 376.748 ათასი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები