მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის პირველი ბენეფიციარი ტექსტილის ინდუსტრია იქნება"

591ae6c23c1f6
ელენე გოგბერაშვილი
16.05.17 15:45
1550
"თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის პირველი ბენეფიციარი ტექსტილის ინდუსტრია იქნება", - ამის შესახებ "საქმის კურსთან" ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსი, მარიამ გაბუნია აცხადებს. საქართველომ თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა და დარჩენილია რატიფიცირების პროცედურები თურქული მხარის მიერ. როგორც მარიამ გაბუნია აცხადებს, დიაგონალური კუმულაციის პირველი ბენეფიციარი ტექსტილის ინდუსტრია იქნება. შედეგად თურქული ნედლეულით დამზადებული პოროდუქცია ევროკავშირში საბაჟო ტარიფების გარეშე პირდაპირ საქართველოდან გავა.

"შესძლებელი იქნბა ევროკავშირთან შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ ევროკავშირ- თურქეთ-საქართველოს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება. განსაკუთრებით დიდი შეაძლებლობა იშლება იმ მხრივ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და სანედლეულო ბაზა მწირია. შესაბამისად ჩვენ სანედლეულო ბაზად შეგვიძლია გამოვიყენით თურქეთის მხარე, რომელსაც მდიდარი რესუსრები აქვთ. ტექსტილის ინდუსტრია იქნება პირველი ბენეფიციარი დიაგონალური კუმულაციის", - განმარტავს მარიამ გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები