მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქი ბიზნესმენი: სასამართლოსთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს გადავაწყდი

5b30e311f1dc2
მეგი კავთუაშვილი
25.06.18 16:39
789
თურქი ბიზნესმენი ქემალ გაზიოღლუ, რომელიც საქართველოში მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას და პროექტში 6 მილიონი ლარის ინვესტირებას აპირებდა, თავის უფლებებს უზენაეს სასამართლოში დაიცავს. უცხოელი ინვესტორი ადგილობრივ ბიზნესმენს კახა ჟორჟოლიანს უპირისპირდება და სასამართლოს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

"ყალბი ექსპერტიზის და ნათესაური კავშირების გამო მე ორი სასამართლო წავაგე. გარკვეულ რაღაცეებს პირდებოდნენ ექსპერტებს და ისინიც ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს. მათ დააბრკოლეს ჩემი საქმე და ინვესტიცია. ამჟამად საქმე უზენაეს სასაამრთლოშია და იმედი მაქვს, რომ მაინც ვიპოვი სამართალს. კახაბერ ჟორჟოლიანმა ყველა მოატყუა და ახლა ის მე მთხოვს 1 მილიონი ლარის კომპენსაციას მისი შენობის დაზიანებისთვის, მაშინ როცა მისი შენობა სასტუმროდ ფუნქციონირებს.

სასამართლოსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა. შესაბამისი ზომებია მისაღები. ეს არის ჩემი, როგორც უცხოელი ინვესტორის ხედვა. სერიოზულ უსამართლობას გადავაწყდი, როგორც პირველ ისე მეორე სასამართლოში. ჩემი ბოლო იმედია უზენაესი სასამართლო და მინდა მედიის დახმარებით ხმა მივაწვდინო საქართველოს მთავრობას და ბიზნესომბუდსმენს", - განაცხადა ქემალ გაზიოღლუმ დღეს გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში.

მისი თქმით, საქმე უზენაეს სასამართლოს სამი თვის წინ გადაეცა, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

bm.ge კახა ჟორჟოლიანს დაუკავშირდება და მის კომენტარს მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები