მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქი ბიზნესმენის ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროს კორუფციაში ადანაშაულებს

5b3241e45a7e6
ელენე გოგბერაშვილი
26.06.18 17:36
1922

თურქი ბიზნესმენი, ქემალ გაზიოღლუ სასტუმრო „ლონდონ პალასის“ მფლობელს, კახაბერ ჟორჟოლიანს ინვესტიციის განხორციელების ხელის შეშლაში ადანაშუალებს. ბიზნესმენი ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავდა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საძირკვლის გათხრის სამუშაოები 2006 წელს განხორციელდა, რამაც სასტუმრო „ლონდონ პალასის“ დაზიანება გამოიწვია. როგორც სასტუმროს მფლობელი აცხადებს, საძირკველი სასტუმროდან 2 მეტრითაც კი არ არის დაშორებული, რის გამოც შენობა გაიბზარა. მისი თქმით, მას შემდეგ , რაც  ინვესტორმა ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, მხარეებს შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. სასამართლოს პირველ ორ ინსტანციაში თურქ ბიზნესმენს კახაბერ ჟორჟოლიანმა დავა მოუგო.

ქემალ  გაზიოღლუს ადვოკატი, ხათუნა გრიგალაშვილი კახაბერ ჟორჟოლიანს დეპუტატ გია ჟორჟოლიანთან ნათესაური კავშირის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და ასევე განმარტავს, რომ მის მიერ მოხდა ექსპერტების მოსყიდვა, რომლებიც სასამართლოს ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ.

„ეს დავა კახაბერ ჟორჟოლიანმა დაიწყო 2013 წლის ზაფხულიდან. მანამდე 9 წლით ადრე გაიცა მის შენობაზე ნებართვა. შეთანხმებული პროექტი ვერ უზრუნველყოფს სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვას ანუ ჟორჟოლიანის შენობა აშენებულია წესების დარღვევით და შენობის ექსპლუატაცია არ დაიშვება, რაც გვითხრა კერძო ექსპერტიზამ. სამხარაულის ექსპერტები უკანონო, გაუგონარ დასკვნებს გასცემენ ყოველგვარი კვლევისა და შეფასებების გარეშე. ასეთი დასვნების შედგენა მან შეძლო 2013 წლის ივლისში. თუ ამბობს, რომ 2006-2007 წლებში ამოღებული ქვაბული მის შენობას აყენებდა ზიანს, მაშინ აქამდე რას აკეთებდა? მას შემდეგ გააკეთა ეს, რაც როგორც თვითონ აცხადებს, გია ჟორჟოლიანი ჩემი ალალი ბიძააო  და კივის ეს სასმაართლო პროცესებზე, ასევე ასახელებს მოსამარლეთა სახელებს და გვარებს. მის მიერ მოთხოვნილ იქნა მილიონ 200 ათას ლარზე მეტი. სასარჩელო წარმოებას ის ახორციელებს ადვოკატის გარეშე და აცხადებს, რომ მის შენობას ბზარები გაუჩნდა  იმ ქვაბულის გამო და იტბორება.  დატბორილი სურათი ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ არ იტბორება. მეორეც ექსპერტმა ვარაუდებზე დაყრდნობით შეიძლება დასკვნა გაცეს?  მორყეულია ექსპერტიზის ბიურო. კორუფცია ყვავის ექსპერტიზის ბიუროში. ჩემი გზავნილია ახალი პრემიერის მისამართით, რომ  იქნებ მიხედონ.  ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის ჩემი კოლეგების და მოქალაქეების აზრი“-აცხადებს გრიგორაშვილი.

თურქი  ბიზნესმენი ორ სასამართლო ინსტანციაში წაგებულ საქმეს უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს. პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები