მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქი ინვესტორები ჯერ კიდევ მოდიან, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც ადრე იყო - ოსმან თურანი

64759abeaaf73
ინგა მურუსიძე
30.05.23 10:47
512
თურქი ინვესტორები ჯერ კიდევ მოდიან, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც ადრე იყო, - ამის შესახებ “ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ოსმან თურანმა განაცხადა. საინვესტიციო გარემოს შეფასებისას მან თქვა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, საქართველოში სტაბილური გარემოა.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს პოლიტიკური სიტუაცია. თურქეთში არჩევნები დასრულდა მშვიდობიანად და ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის. გარშემო ეკონომიკური კრიზისი არსებობს და ეს უარყოფითად მოქმედებს ყველა ქვეყანაში, თუმცა თურქული ბიზნეს პერსპექტივით საქართველოში ჯერ კიდევ ჩანს სტაბილური სიტუაცია, ჯანსაღი გარემო, ინვესტორები ჯერ კიდევ მოდიან, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც ადრე იყო. თუმცა პოზიტიური ძვრები არის“, - განაცხადა ოსმან თურანმა.

კითხვაზე - რა აფერხებს თურქი ბიზნესმენების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებას, ოსმან თურანმა განაცხადა, რომ მტკივნეული პრობლემა თურქეთ-საქართველოს შორის დღესდღეობით არ არსებობს.

რაც შეეხება BMG-ის კითხვას, არსებობს თუ არა ბიუროკრატიული პრობლემები და კომუნიკაცია თუ არის ხარისხიანი, ბიზნესმენი პასუხობს: „თურქ ბიზნესმენებს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, თუმცა ბიუროკრატიასთან დაკავშირებით არის ხოლმე შემთხვევები, როცა დროში გაწელილ პროცესებს და პროცედურებს ხვდებიან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები