მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქი მილიარდერის ცნობილი სარესტორნო ქსელი, შესაძლოა, 1 მლრდ დოლარად გაიყიდოს

5dce53b35830a
ლევან თაღიაშვილი
15.11.19 20:59
4357
თურქი მილიარდერი ფერით შაჰენქის ცნობილი სარესტორნო ქსელი, რომელიც ინტერნეტში Salt Bae-ის სახელითაა ცნობილი, იყიდება. ქსელის თანადამფუძნებლისა და შეფ-მზარეულის ნუსრეთ გოქჩეს კერძების მომზადების ტექნიკამ რამდენიმე წლის წინ მთელი ინტერნეტი მოიცვა და დღეს მის ოფიციალურ გვერდს 2 მილიონამდე მოწონება აქვს. Salt Bae-ს რესტორანს ისეთი ცნობილი ადამიანები სტუმრობენ, როგორიცაა ლეონარდო დიკაპრიო, მარადონა, ნეიმარი, ლიონელ მესი, პოლ პოგბა, ანტონიო ბანდერასი და ა.შ როგორც Bloomberg-ი წერს, რესტორნების ქსელის შემოსავალი გასულ წელს, 70 მილიონ დოლარს გასცდა.

ვრცელდება ცნობები, რომ მისი მფლობელი რესტორნის გაყიდვას აპირებს და ფასმა არც მეტი, არც ნაკლები, შეიძლება 1 მილიარდ დოლარსაც კი გადააჭარბოს. Bloomberg-ის მიხედვით, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი უკვე გამოხატავს დაინტერესებას.


Salt Bae-ს რესტორნები ისეთ ქალაქებში მდებარეობს, როგორიცაა ნიუ-იორკი, მაიამი, დუბაი, მიკონოსი და სხვა.


რესტორნის წარმომადგენლებმა კომენტარზე უარი განაცხადეს. რაც შეეხება გაყიდვის მიზეზებს, სარესტორნო ქსელის მფლობელს, Dogus Holding-ს Bloomberg-ის ინფორმაციით, უჭირს ვალდებულებების გასტუმრება, რომელიც მათ დოლარში აქვთ, გაუფასურებული თურქული ლირა კი, მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები