მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქმენეთი, პაკისტანი, ბანგლადეში... - რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა საქართველოში კომპანიების რეგისტრაცია?

ზრდა

საქართველოში 2024 წლის 6 თვეში გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ახალ რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი 51.3%-ით შემცირდა და 37 433 შეადგინა.

შემცირება არის ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ბოლო წლები ზრდის ტემპით ხასიათდებოდნენ. მათ შორის, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ჩინეთიდან და ა.შ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, BM.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზრდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნიდანაა, საიდანაც გთავაზობთ TOP-10-ს:

  1. თურქმენეთი: 2024 - 258 საწარმო (წელს შპს - 12, ინდ. მეწარმე - 246) 2023 - 156 საწარმო;
  2. პაკისტანი: 2024 - 129 საწარმო (შპს - 42, ინდ. მეწარმე - 87) 2023 - 99 საწარმო;
  3. ბანგლადეში: 2024 - 28 საწარმო (შპს - 11, ინდ. მეწარმე - 17) 2023 - 22 საწარმო;
  4. ავღანეთი: 2024 - 11 საწარმო (წელს შპს - 6, ინდ. მეწარმე - 5) 2023 - 6 საწარმო;
  5. შრი-ლანკა: 2024 - 7 საწარმო (შპს - 3, ინდ. მეწარმე - 4) 2023 - 5 საწარმო;
  6. მაროკო: 2024 - 4 საწარმო (შპს - 1, ინდ. მეწარმე - 3) 2023 - 1 საწარმო;
  7. ეთიოპია: 2024 - 3 საწარმო (შპს - 2, ინდ. მეწარმე - 1) 2023 - 1 საწარმო;
  8. განა: 2024 - 3 საწარმო (შპს - 1, ინდ. მეწარმე - 2) 2023 - 2 საწარმო;
  9. სომალი: 2024 - 2 საწარმო (შპს - 1, ინდ. მეწარმე - 1) 2023 - 1 საწარმო;
  10. ისლანდია: 2024 - 2 საწარმო (შპს - 2) 2023 - 1 საწარმო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები