მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქმენეთმა კასპიის ზღვასთან გაზის პოტენციური საბადო აღმოაჩინა

59203869b9334
BM.GE
20.05.17 17:00
1350
თურქმენეთმა კასპიის ზღვის მახლობლად ბუნებრივი გაზის პოტენციური საბადო  აღმოაჩინა.  თურქმენეთი ამჟამად ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
კასპიის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც ქვეყნის გაზის საბადოებს  ევროპულ ბაზრებთან დააკავშირებს. ახალი აღმოჩენა უზუნადას ტერიტორიაზე მოხდა, 7 კილომეტრის სიღრმეში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, სატესტო საბადოდან მოპოვებულ

იქნა 500 000 მ  3 გაზი და 150 ტონა კონდენსატი. თურქმენეთი, რომლის რეზერვები მოიცავს მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდ  გაზის საბადოს გალკინიშს, უცხოური ვალუტის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც  შარშან რუსეთმა, მისმა ყველაზე დიდმა მომხმარებელმა, შეწყვიტა თურქმენული გაზის  შეძენა. აშხაბადის მთავრობა ცდილობს, მოახდინოს ექსპორტის დივერსიფიკაცია როგორც ტრანს-კასპიური გაზსადენის აშენების თაობაზე ევროპასთან შეთანხმების მიღწევით, ასევე გაზსადენის მშენებლობაში ინვესტირებით ავღანეთიდან პაკისტანისა და ინდოეთის გავლით. 

ენერგოდაიჯესტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები