მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქული ლირა დოლარის მიმართ რეკორდულად გაუფასურდა

5b693f4f9fe55
BM.GE
07.08.18 10:41
2468
თურქული ლირა დოლარის მიმართ რეკორდულად გაუფასურდა. მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს გადახედოს გადაწყვეტილებას თურქული პროდუქციის ამერიკის ბაზარზე საბაჟო ნებართვის გარეშე შეტანასთან დაკავშირებით.

Reuters ინფორმაციით, გადაწყვეტილებამ თურქული ექსპორტი, შესაძლოა, 1.7 მილიარდი დოლარით აზარალოს.

თავის მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თურქეთისთვის საპასუხო გამოდგა, რადგან გასულ კვირას ოფიციალურმა ანკარამ ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ტარიფების გაზრდას კი წინ ალუმინსა და ფოლადის იმპორტზე ტრამპის მიერ გაზრდილი გადასახადები უძღვოდა.

თურქულმა ლირამ დოლარის მიმართ მიმდინარე წელს საკუთარი ღირებულების 27% დაკარგა. ორშაბათს კი ლირა კიდევ 5%-ით გაუფასურდა, რაც ერთ დღეში ყველაზე დიდი გაუფასურება აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები