თურქული ლირა დოლართან მიმართებით ვარდნას განაგრძობს. თურქული მედიის ცნობით, $1-ის ღირებულებამ 5.84006 ლირას მიაღწია.
ამჯერად ლირის მიმართ ნდობის შესუსტება თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსის შეძენას აპირებს.
საკითხი ინვესტორებში არასტაბილურობისა და სკეპტიკურობის განცდას იწვევს, რაც ქვეყნის შიდა ბაზარზე მწავევე უკურეაქციებს აჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია.
ცნობისთვის, ამ ეტაპისთვის, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში ინფლაციის მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, ქვეყანაში ყველა სახის პროდუქციაზე ფასები გაზრდილია.

























