მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული მედიკამენტების შემოტანის მიუხედავად, ევროპულზე მოთხოვნა არ შემცირებულა - "ფარმადეპო"

622759b8538a3
ინგა მურუსიძე
09.03.22 09:00
780
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ბაზარი თურქული მედიკამენტებისთვის ღიაა. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა. ერთ-ერთი პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და თურქეთიდან მედიკამენტებიც შემოიტანა, კომპანია „ფარმადეპოა“.

"ფარმადეპოს" ქსელის ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი „Forbes კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ როგორც კი მთავრობამ თურქულ ბაზართან დაკავშირებული კონსულტაციები დაიწყო, კომპანიამ მედიკამენტების იმპორტზე მუშაობაც დაიწყო.

„საუბარია 32 მედიკამენტზე, რომელიც უკვე შემოვიტანეთ. ესენია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომელთა ფასიც მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე განვმარტავთ, რომ ეს მედიკამენტები ამ დრომდე ჩვენს ქსელებში იყიდებოდა, თუმცა ევროპული ბაზრისთვის წარმოებული. განსხვავება არის შეფუთვასა და ფასში, მაგრამ დამზადებულია ერთსა და იმავე ქარხანაში. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები თითქმის ორჯერ იაფია. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ორივე ალტერნატივას - შეუძლიათ შეიძინონ როგორც ევროპული ბაზრისთვის დამზადებული, ისე თურქული ბაზრისთვის დამზადებული მედიკამენტი. აქვე შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ამ ცვლილებისა, ევროპული მედიკამენტების გაყიდვა არ შემცირებულა“, - განაცხადა კოზმანაშვილმა.

კითხვაზე - რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროცესი იყოს უწყვეტი და მომხმარებელმა მუდმივად მიიღოს სასურველი მედიკამენტი შესაბამის ფასად, ქეთი კოზმანაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მუდმივ რეჟიმში, რომ კიდევ უფრო მეტი სახეობის მედიკამენტი შემოვიდეს ქვეყანაში.

„მნიშვნელოვანია ასევე ნაშთების საკითხი, ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი ნაშთი, რათა კიდევ უფრო მეტად გავშალოთ ქსელში მედიკამენტები. 13 აფთიაქში იყიდება იაფი მედიკამენტები. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისს მოვიცავთ, თუმცა რეგიონებში აფთიაქებს შეუძლიათ დააფიქსირონ მოთხოვნა და „ფარმადეპო“ უზრუნველყოფს, რომ ეს მედიკამენტი იქ ჩავიტანოთ“, - აღნიშნა კოზმანაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები