მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქული NATA Holding საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობებს განიხილავს

58f874cb29677
BM.GE
20.04.17 12:34
1503
საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. NATA Holding-ი თურქული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ფლობს რამდენიმე ქარხანას, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალა იწარმოება. მემორანდუმს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და NATA Holding-ის წარმომადგენელმა საქართველოში ჯან თექინ ილდირიმერიმ მოაწერეს ხელი.

„თურქეთი ჩვენი მეგობარი და მთავარი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, კიდევ უფრო მიხარია, რომ დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ NATA Holding-თან. იგი ძლიერი თურქული კომპანიაა, დიდი გამოცდილებით და მასთან თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება,“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში წარმოების სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე. მხარეები შეისწავლიან NATA Holding-ის პორტფელში შემავალ ქარხნებს და მათ საწარმოო ხაზებს, და საქართველოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ერთ-ერთი მათგანის ანალოგის საქართველოში განხორციელებაზე იმუშავებენ.

NATA Holding NATA Holding-ი თურქული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ფლობს რამდენიმე ქარხანას, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალა იწარმოება. NATA Holding-ი თურქეთის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები