მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და დახმარება შესთავაზა

კობახიძე ასადოვი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დაუკავშირდა თურქული სამხედრო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებოდა. საუბარში ასადოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის. ბაქო ასევე მზად არის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჯგუფი გაგზავნოს საქართველოში საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის და სხვა საჭირო მხარდაჭერა უზრუნველყოს.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე. საუბარში ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის საგანგებო ვითარებებისა და ციფრული განვითარების სამინისტროები კონტაქტში არიან ქართველ კოლეგებთან.

მხარეებმა ტრაგედიასთან დაკავშირებით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები