მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქულმა ლირამ დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

57ff7b156359f
BM.GE
13.10.16 16:15
1499
თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა.  Bloomberg-ის ინფორმაციით, ლირა დოლართან მიმართებაში 0,6%-ით გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულებამ 3,1057 ლირა შეადგინა.

წინა ანტი რეკორდი (3,0973/$1) თურქულმა ლირამ მიმდინარე წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს დაამყარა.

2016 წელს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა არა ერთხელ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები. Bloomberg-ის ანალიტიკოსები ლირას გაუფასურებას მომავალშიც პროგნოზირებენ, რასავ გარდა ეკონომიკური ვითარებისა, არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობასაც უკავშირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები