მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუშეთში ახალი სასტუმრო მზის ენერგიით მომარაგდება

5b5ac4fbade35
მაია ბიწაძე
27.07.18 11:04
2917
ოქტომბრის ბოლოს თუშეთში სასტუმრო ,,სამზეო“ გაიხსნება, - ამის შესახებ Bm.ge-ს ,,რედიქსში“ განუცხადეს. როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, თუ ამინდმა ხელი არ შეუშალათ, სასტუმროს მშენებლობა სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. სასტუმრო 200 ადამიანზეა გათვლილი და მასში 6 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება. "სამზეო“ ცნობილი ამერიკული ბრენდის Preferred Hotel Group-ის ქოლგის ქვეშ იფუნქციონირებს, რომელიც მსოფლიოში 650-მდე ეგზოტიკურ, ბუტიკური ტიპის სასტუმროს აერთიანებს.

""სამზეო“ ომალოში კეთდება, იქ 43 ნომერი, განთავსდება, მათ შორის 10 ლუქსი და ორი VIP, ასევე რესტორანი, ლაუნჯი და სპა. სასტუმრო სავარაუდოდ ოთხვარსკვლავიანი იქნება და მომხმარებელს სრულ სერვისს შესთავაზებს.

ამ სასტუმროს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ 100%-ით ენერგოეფექტური სისტემებით აღიჭურვება, კერძოდ, ელექტროენერგია, ცხელი წყალი და სასტუმროს გათბობა განახლებადი ენერგიებით მიიღება. სასტუმროს სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდება, ცხელი წყალი და გათბობა კი ძვირადღირებული საქვაბე სისტემიდან იქნება უზრუნველყოფილი“ - აცხადებენ კომპანია ,,რედიქსში“.

მათივე განმარტებით, ეს იქნება ყველაზე დიდი სასტუმრო, რაც აქამდე თუშეთში გაკეთებულა. ,,სამზეოში“ სტუმრებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები