მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუშეთში ბიზნესისთვის უწყება შეიქმნება, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს

5812fe95c7bbc
სალომე მეცხვარიშვილი
28.10.16 11:27
1278
თუშეთში სპეციალური უწყება შეიქმნება, რომელიც ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, იმის გამო, რომ მაგალითად ომალო შორს არის ადმინისტრაციული ცენტრისგან, სამშენებლო ნებართვების და სხვა დოკუმენტაციის მიღება ინვესტორებისგან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.

გუბერნატორის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნება აიპ-ი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ფუნქციების დელეგირება გაუკეთდება.

უწყებას შეეძლება სამშენებლო ნებართვების ადგილზე გაცემა, ბუნებრივი რესურსების მოხმარებაზე ლიცენზიის გაცემა და სხვა ფუნქციები, რომლებიც ადგილობრივი ინვესტორებისა და მოსახლეობისთვის საქმიანობის განსახორციელებლად არის საჭირო.

"თუშეთი არის დაცული ტერიტორია, ანუ იქ ეკონომკურ საქმიანობას ვერ განახორცეილებ, როგორც სხვა ადგილზე. მთელი რიგი ადგილები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად არის აღიარებული, ამიტომ ოპერირება თბილისიდან მთელი რიგი საკითხებისა, არის დროში გაწელილი.
სწორედ ეს აიპი იქნება კავშირში ცენტრალურ ორგანოებთან და ადამიანს აღარ მოუწევს მთელი დღის გავლა, რომ ნებართვა აიღოს, მასალა მოიპოვოს, ფიქალი მოიპოვოს. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ეს აიპი. მას ექნება გარემოს დაცვის სამინისტროსგანაც დელეგირებული",- აცხადებს კახეთის გუბერნატორი.

მისი განმარტებით, დაწესდება კონკრეტული რეგულაციები, რა რაოდენობის ხის მასალის მოჭრაა შესაძლებელი, როგორ უნდა მოიპოვებოდეს ფიქალი, რომ ბუნება არ დაზარალდეს და ა.შ.

"ადამიანმა მორი რომ აიტანოს თელავიდან შეიძლება დაუჯდეს 540 ლარი და ადგილობრვი რესურსით რომ ისარგებლობს, შეიძლება დაუჯდეს 330 ლარი",- აცხადებს კახეთის გუბერნატორი.

მისი ინფორმაციით, უწყების შექმნაზე ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტრო და სხვა დაინტერესებული უწყებები მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები