მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუშეთში ციხესოფლების საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოები იწყება

5aeac25406010
თელარა გელანტია
03.05.18 12:00
636
მთავრობა თუშეთში 10 ციხესოფლის საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს იწყებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საწყის ეტაპზე ამ პროექტის განსახორციელებლად 400 ათასი ლარი გამოიყოფა.

“თუშეთში ვიწყებთ 10 ციხესოფლის რეაბილიტაციის კვლევას. მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი, თავისი ულამაზესი ისტორიულ-ენოგრაფიული მემკვიდრეობით, ლანდშატით. ესენია - ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა.სამწუხაროდ, დღეისთვის თუშეთი უძველესი ნაგებობების ნაწილი არის ან დანგრეული ან განადგურების პირას. საჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მეკვიდრეობის და აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ამ ძეგლების აღწერა, პირველ რიგში, და ინვენტარიზაცია და შემდგომში უკვე -სრული რეაბილიტაცია. ვიწყებთ 10 სოფლის საინვენტარიზაციო-კლვლევით სამუშაოებს. ესენია უძველესი ქართული სოფლები. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, სტუდენტები.ზაფხული კარს მოგვადგა და ეს სამუშაოები ამ პერიოდში განხორციელდება. შემდგომში კი, ამ აღწერის საფუძველზე მოხდება ამ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები