მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუშეთში სასტუმრო „სამზეოს“ დატვირთვა გასულ წელთან შედარებით დაბალია - რას სთავაზობენ დამსვენებელს?

თუშეთი

2023 წლის ტურისტულ სეზონზე თუშეთში მოქმედი სასტუმრო „სამზეო“, რომელიც „რედიქს ჯგუფის“ პროექტია, დაბალი დატვირთვით მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან „რედიქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა ისაუბრა. ნიკოლოზ სხირტლაძე არ აკონკრეტებს როგორია დატვირთვის მაჩვენებელი, თუმცა აღნიშნავს, რომ სტუმრებს ძირითადად ევროპიდან იღებენ. 

„წელს სასტუმროს დატვირთვა შედარებით დაბალია. მოგეხსენებათ, თუშეთში ტურისტული სეზონი მოკლეა, გზა თოვლის დნობასთან ერთად იხსნება, ძირითადად მაისის ბოლოს და სეზონი სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. წელს საკმაოდ ცუდი და არეული ამინდებიდან გამომდინარე დატვირთულობაც შედარებით ნაკლებია. 

„სამზეოს“ ძირითადად ევროპელი ტურისტები სტუმრობენ, მაღალია დაინტერესება და მომართვა ადგილობრივების მხრიდანაც. ზოგადად თუშეთი საკმაო პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტებს შორის“, - აღნიშნავს სხირტლაძე.

თუშურ სტილში გადაწყვეტილი 43-ნომრიანი სასტუმრო ‘’სამზეო“ სტუმრებს სხვადასხვა საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებს სთავაზობს. ასევე, „სამზეო“ - ში წარმოდგენილია რესტორანი, სადაც ადგილობრივი თუშური და ქართულ-ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები