მსოფლიოში აღიარებული წამყვანი სასერტიფიკაციო ორგანიზაცია TUV Austria-მ, ევექსის ქსელს ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით საერთაშორისო სერტიფიცირება მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ევექსის ქსელი აკმაყოფილებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტს. ეს აღიარება ადასტურებს, რომ კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15 პოლიკლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ “კარავში” მომხმარებელს მაღალ კლინიკურ ხარისხს და გამარტივებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს. დღესდღეობით, ევექსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 400,000-მდე ბენეფიციარსა და საქართველოს ყველა სადაზღვევო კომპანიის მომხმარებელს ემსახურება. შესაბამისად, კომპანიის მთავარი ფოკუსი, ასეთი დიდი მასშტაბების ფარგლებშიც კი, მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაა.
სტუმრები: მანჩო ოქროჯანაშვილი - "ევექსის" დირექტორის მოადგილე ქსელის მართვისა და კომერციული მიმართულებით;
მარიამ წაქაძე - "ევექსის" ოპერაციული დირექტორი;