HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. BMG-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის 100 % ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის. რა დაუჯდა ირაკლი რუხაძეს თუ მის სხვა კომპანიას ეს ნასყიდობა უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარს ასახელებდნენ.
მიმართეს თუ არა მხარეებმა ტელეკომპანიის 100%-ანი წილის ირაკლი რუხაძისთვის მიყიდვაზე მარეგულირებელ კომისიას ჯერ-ჯერობით უცნობია. კომისიის კომენტარს BMG მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. კანონით ახალი მეპატრონე ვალდებულია აცნობოს მარეგელურებელ კომისიას ტელემაუწყებელის მეპატრონის სრული ვინაობა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "ლიბერთი ბანკის" აქციების 74,64%-იც ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ EFG-მ იყიდა. შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე)

























