მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TV პირველის" დამფუძნებელი: არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში

5d9ee0f7c7d7e
ლიკა გურაბანიძე
10.10.19 11:45
1440
„ყველა კრიტიკულ მედიაზე, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, საქმეები აღძრეს. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანებს თავისუფლებაზე ევაჭრონ. ჩვენ არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ,“ - ამის შესახებ „TV პირველის“ დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში თიბისის საქმის არსებით განხილვაზე შესვლამდე განაცხადა.

"არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში. ტელევიზია იმ სახეს შეინარჩუნებს, რომელიც დღეს აქვს. ეს ყველაფერი 2020 წლის არჩევნებისთვის ხდება. მხოლოდ ხელისუფლებას არ აწყობს კრიტიკული მედია" - აღნიშნა წერეთელმა. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურა ვახტანგ წერეთლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეში თანამონაწილეობას ედავება.   

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მათ პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები