მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tv "პირველის" დამფუძნებელი პროკურატურაში დაიბარეს - "tv "პირველს" არ მოგაგუდინებთ"

5d49828bca019
თელარა გელანტია
06.08.19 17:36
2288
ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს.

ამის შესახებ წერეთელი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს.

„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, tv “პირველს” არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !”, - წერს წერეთელი.

როგორც მან bm.ge-ის განუცხადა, პროკურატურაში ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესტან დაკავშირებითაა დაბარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები