"Tv პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, სავარაუდოდ, 8 აგვისტოს სასამართლოში გამიკითხება.
როგორც bm.ge-ის საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად ვახტანგ წერეთელმა მოითხოვა.
წერეთელს პროკრატურაში ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხავენ.
„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, tv “პირველს” არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !”, - დაწერა რამდენიმე წუთის წინა წერეთელმა სოციალურ ქსელში.

























