"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა ტელევიზიის მაგისტრალური კაბელი, რის გამოც პირდაპირი ჩართვის მოწყობილობები სტუდიას ვერ უკავშირდება.
"დაუდეგენელ ვითარებაში დაზიანდა, ტელევიზიის ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი. ამ დროისთვის ვცდილობთ აღდგეს, სათადარიგო ქსელით არხის მაუწყებლობა.
იქ სადაც გაითიშა, წესით სარეზერვო სიგნალით უკვე უნდა იყოს ჩართული ტვ პირველი.
ამ დრომდე ვერ ხერხდება, გარე ჩართვის მოწყობილობების და სტუდიის დაკავშირება, ვერ ვაკეთებთ პირდაპირ ჩართვებს, ვერც თბილისიდან ვერც საქართველოს რეგიონებიდან.
ველით მომსახურე კომპანიისგან უფრო მეტს დეტალს, რა ვითარებაში დაზიანდა თუ გადაჭრეს ჩვენი მაგისტრალური კაბელი", - დაწერა ნოდარ მელაძემ Facebook-ზე.
მოგვიანებით მან ინფორმაცია განაახლა:
"UPDATE დაზიანება არის რთული, ეთერში ვართ სათადარიგო ქსელით, სატელიტური მაუწყებლობით მოვახერხეთ სიგნალის მიწოდება, რომ ისევ მთელი საქართველოს ყველა ქსელში ვიყოთ.
არ გვაქვს წვდომა მობილურ სადგურებთან, რომელიც შემთხვევის ადგილებიდან გვაწვდის პირდაპირი ეთერის სიგნალს, ვცდილობთ რომ მალე აღდგეს, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ახლა სილქნეტის საავარიო ჯგუფმა დროულად უნდა იმუშაოს", - წერს ნოდარ მელაძე.