მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

tv "პირველმა" საბიუჯეტო დავალიანება გადაიხადა - არხის მფლობელი ფინანსთა მინისტრს მიმართავს

5e27edcd78f32
თელარა გელანტია
22.01.20 09:24
2957
tv “პირველმა” საბიუჯეტო დავალიანება გადაიხადა. ამის შესახებ არხის მფლობელი ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელში წერს და ფინანსთა მინისტრს მიმართავს.

bm.ge წერეთლის facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ივანე მაჭავარიანი Ivane Matchavariani ინკასო მოხსნილია.  სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.  გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.

ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ადგილია საჭირო. მოდით, დავიწყოთ ჩელენჯი - TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.

ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.
ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!”, - წერს ვახტანგ წერეთელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები