მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tv "პირველში" შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებიან

5d527d54ac7ad
თელარა გელანტია
13.08.19 13:04
1588
Tv „პირველში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც bm.ge-ის შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მათ მიერ ფაქტის შესწავლა ადგილზე მიმდინარეობს.

არხი ამ დროისთვის პარალიზებულია.

როგორც Tv “პირველის“ მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, არხის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა.

„დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა“ და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები