ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერტიფიცირების სფეროში ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ TUV Rheinland Group ყველაზე საიმედო და არასაიმედო ავტომობილების რეიტინგი შეადგინა. კვლევის მიხედვით, რეიტინგის ლიდერები Mercedes GLK და სპორტული ავტომობილი Porsche 911 არიან. აღნიშნული ავტომობილების დეფექტებისა და ტექნიკური ხარვეზის წილი - 9,9-10,4%-ია.
8-9 და 10-11 წლიან ჯგუფში ყველაზე საიმედო მოდელების კატეგორიაში, პირველი პოზიცია Porsche 91 უჭირავს. მასთან ერთად პირველი ადგილები Audi TT, Mazda 2, Toyota Corolla Verso და Roadster Mercedes SLK-მა გაინაწილეს.
2-3 წლიანი ავტომობილების ჯგუფში პრობლემების ყველაზე მეტი პროცენტული წილი crossover Kia Sportage-ს (11,5%) ამავე ბრენდის Kia Sorento-ს (11,2%) და Chevrolet Captiva-ს (11%) ერგოთ.
4-5 წლიან ავტომობილების კატეგორიაში ყველაზე პრობლემური ავტომობილების ჯგუფის ლიდერად Dacia Logan აღიარეს (22,6%). გარდა ამისა, ამ კატეგორიაში Renault Kangoo (18,5%) და Fiat Panda (18,4%) მოხვდნენ.
სერტიფიცირების ცენტრი TÜV-ის ექსპერტების მიერ გაანალიზებული 6-7 წლიაანი ავტომობილების ჯგუფში ყველაზე არასაიმედო ავტომობილად Chevrolet Matiz დასახელდა (31,6%) . ამავე ჯგუფში Chevrolet Captiva (29,4%) და Renault Kangoo (27,3%) მოხვდნენ.
8-9 წლის ასაკობრივი ჯგუფის ავტომობილებში ყველაზე პრობლემური Renault Laguna აღმოჩნდა, რომლის დეფექტების წილი 35,3%-ია.

























