მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TV25" იყიდება

ტვ 25

აჭარის რეგიონული მაუწყებელი "ტვ 25" იყიდება - ამის შესახებ განცხადებას თავად ტელევიზია აქვეყნებს.

არხის ერთ-ერთი აქციონერი ჯემალ ვერძაძე, რომელსაც 51% ეკუთვნოდა გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა. არხის 49%-ის მფლობელი კი გიორგი სურმანიძეა.

bm.ge-სთან ტელეკომპანიის დირექტორმა მურთაზ ფრანგულაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აქციონერებმა მიიღეს, დამატებით კი ფასსა და სხვა დეტალებზე ვერაფერს იტყვიან.

ტელევიზიის მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2024 წელს არხის შემოსავალი 281 ათას ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 351 ათასი იყო.

ტელეკომპანია 1996 წელს დაფუძნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები