მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თვეში 30-ზე მეტ ადამიანს ვასაქმებთ“ – ბიზნესპროცესების მართვის კომპანია Concentrix-ის გეგმები

63457b7ec823e
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.22 20:00
1158
ბიზნესპროცესების მართვის ამერიკული კომპანია Concentrix, რომელიც საქართველოში ერთი წლის წინ შემოვიდა, განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაგრძობს.

Concentrix-ის ბაზარზე შემოსვლის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის უფროსმა რეკრუტერმა თათია გობეჩიამ ისაუბრა.

„ბაზარზე შემოსვლისას კომპანიამ ჩაატარა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ ბიზნესპროცესების აუთსორსინგი საქართველოდან საკმაოდ მაღალ დონეზე ხორციელდება. ამიტომ მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა BPO-მ ქვეყანაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამბობს გობეჩია.

ერთი წლის შემდეგ Concetrix-ი 4 პროექტს მართავს და ბიზნესპროცესების აუთსორს მომსახურებას საქართველოდან ისეთ კომპანიებს აწვდის, როგორიც მაგალითისთვის Spotify-ია.

„საქართველოდან მომსახურების გაწევა თურქულ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე ხდება. თუმცა კომპანიაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი გერმანულენოვან კადრზე მოდის. დღეისთვის 150-ზე მეტ ადამიანს ვასაქმებთ. ყოველთვიურად კი სამუშაო ადგილების რაოდენობას მინიმუმ 30-ით ვზრდით. გარკვეული პროექტებისთვის კადრების გადამზადებაც ხდება. კომპანია 17 წლიდან როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებს“, - ამბობს თათია გობეჩია.

კომპანიის გაფართოების გეგმებზე საუბრისას, მისი წარმომადგენელი ფინანსურ ნაწილზე ვერ საუბრობთ, თუმცა ამბობს, რომ Concetrix-ი 2023 წელს თბილისში, პირველი ოფისის გახსნას გეგმავს.

„ამ ეტაპზე თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. ოფისის გახსნის შემდეგ კი Concetrix-ში დასაქმებულებს, მუშაობა როგორც დისტანციურად, ასევე ოფისიდან შეეძლებათ. მიმდინარე წელს კომპანია კიდევ ორი პროექტისთვის აუთსორს მომსახურების მიწოდებას გეგმავს. მომდევნო წლიდან კი ოფისის გახსნასთან ერთად, ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვექნება“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის: ამერიკული ბიზნესპროცესების მართვის კომპანია Concentrix-ი, 6 კონტინენტზე ოპერირებს და გლობალურად 280 000 სამუშაო ადგილს ქმნის.