მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვეში ვიზიტორებმა საქართველოში 11.3 მლრდ ლარი დახარჯეს - მოლოდინები ტურიზმის სექტორში

წელს მე-3 კვარტალში უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 5.7 მლრდ ლარი დახარჯეს. საქსტატის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წლიურად 18%-იან ზრდას აჩვენებს. ამასთან ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 15.2 პროცენტით გაიზარდა და 2 426.6 ლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი თანხა - 2 მლრდ 189 მლნ ლარი განთავსების ობიექტებზე დაიხარჯა, ეს ჯამური ხარჯების 38%-ია. სასმელებსა და საკვებზე 1.4 მლრდ ლარი დაიხარჯა, ხოლო საყიდლებზე 1.24 მლრდ ლარი. სულ 9 თვეში საქსტატის შეფასებით ვიზიტორებმა 11.3 მლრდ ლარი დახარჯეს. რა ტენდენციაა დღეს ტურიზმის სექტორში, როგორ აისახება არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები სექტორზე და ტურისტების განწყობაზე - რა სცენარებზე მუშაობენ ტურისტული კომპანიები?

სტუმარი: გიორგი დარციმელია - სერტიფიცირებული გიდი, Queen Tamada-ს დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები