მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტვირთბრუნვის შემცირების გამო, Standard&Poor's-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი შეამცირა

57e51b97c740c
BM.GE
23.09.16 16:07
1401
სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი კორპორატიული საკრედიტო რეიტინგი შეამცირა და B+ სტაბილურზე დაადასტურა.

სააგენტომ ასევე დაადასტურა, რომ კომპანიის მოკლევადიანი რეიტინგია "B". Standard & Poor's-ის შფასებით, 2016 წლის პირველ რვა თვეში ტვირთების ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელური სახეობის - ნავთობპროდუქტების გადაზიდვები თითქმის 47%-ით დაეცა. გარდა ამისა, მშრალი საქონლის გადაზიდვის მოცულობა დაახლოებით 16%-ით შემცირდა. გარკვეული სახეობის საქონლის გადაზიდვის მოცულობა 30%-ზე მეტჯერ დაეცა. მრავალფეროვანი ტვირთების ბრუნვის ასეთი მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზად მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება და ნავთობისა და ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი ქარხნების ტექნიკური მომსხურების სამუშაოები სახელდება,- წერს აზერბაიჯანული გამოცემა Trend.

S&P- ს მოლოდინით, საქართველოს რკინიგზა რენტაბელურობის შენარჩუნებას 40%-50% დონემდე შეძლებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები