მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტვირთების გარკვეული კატეგორია ნავთობსადენში გადამისამართდა"

5b508c293bd6c
მეგი კავთუაშვილი
19.07.18 17:02
589
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სარკინიგზო ტვირთბრუნვა არ შემცირებულა. როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა დღეს „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მოხდა ტვირთების კატეგორიების ცვლილება, რასაც ობიექტური მიზეზები აქვს.

„თუ არის თხევადი ტვირთების შემცირება, მაგალითად, საკონტეინერო ტვირთებია დაახლოებით 19%-ით გაზრდილი. მალე 6 თვის მონაცემები იქნება და მგონია რომ ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო დაემატება. ზოგადად არის შემცირებული, ტვირთების კატეგოების შემცირებიდან გამომდინარე. ტვირთების გარკვეული კატეგორია გადამისამართდა ნავთობსადენში, ტვირთების გარკვეული კატეგორია იცვლება ხოლმე - ჩვენც რომ ვუყურებთ ანალიზის დროს. მაგალითად, 2017 წელს გარკვეული მშრალი ტვირთის კატეგორია საერთოდ არ იყო, 2018 წელს ახალი კატეგორია გაჩნდა მშრალი ტვირთების“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა კვლავ მცრდება. წლის პირველ ნახევარში რკინიგზამ 5,015,233 ტონა ტვირთი გადაზიდა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიური პერიოდის 5,264,393 ტონისა.

აქედან ადგილობრივ ტვირთებზე 935,184 ტონა მოდის. ექსპორტზე 611,235 ტონა მოდის, იმპორტზე კი 1,431,711 ტონა, ტრანზიტული ტვირთების რაოდენობა კი 2,037,103 ტონაა.

წლის პირველ ნახევარში რკინიგზამ 27,684 კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 000 ტონით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს რკინიგზამ წლის 6 თვეში 1,622,542 ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 684806 ტონით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები