მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. ნდობა გამოუცხადდება მთავრობას - პრემიერი

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და თვის ბოლოსთვის პარლამენტის პირველი შეკრება გაიმართება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ყვარელში ილიაობის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ, ამის შემდეგ, ძალიან მალე, თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება, შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც, ბუნებრივია, იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ, შექმნან პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. 4 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა, რომ სხვა დღის წესრიგში გადაეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები, მაშინ გახსოვთ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება, ამის არავითარი რესურსი დღეს აღარ არსებობს. ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები