მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში გაიზარდა

5bf292da618cb
BM.GE
19.11.18 15:00
679
2018 წლის III კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა კვარტალთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო საქალაქო დასახლებებში - 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

აქტიურობის დონე მნიშვნელოვნად მაღალია კაცებში. 2018 წლის III კვარტალში აქტიურობის დონე ქალებში - 56.1 პროცენტს, ხოლო კაცებში - 73.9 პროცენტს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად, 0.4 და 0.2 პროცენტული პუნქტით.

2018 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმების დონე ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 0.7 პროცენტული პუნქტით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები