მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა პროდუქციას 2019 წლიდან გამოუშვებს

5ac3364eb0956
თამუნა დემეტრაშვილი
03.04.18 12:06
1006
თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა პირველ პროდუქციას 2019 წლის იანვარში გამოუშვებს, მანამდე კი, 10 მაისს ქარხნის ოფიციალური გახსნა იგეგმება. ამის შესახებ კომპანია ATC ფინანსურმა დირექტორმა მიხეილ ბეგიაშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. ბეგიაშილის ინფორმაციით, საწარმოს გახსნის შემდეგ დაიწყება სერტიფიცირების პროცედურები, რომელიც წლის ბოლომდე გასტანს.

"კომპანიამ უნდა მიიღოს როგორც ISO სერტიფიკატი, ასევე სერტიფიკატი მწარმოებლებისგან. ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება ჩვენი წარმოებული კომპოზიტური ნაწილები მივაწოდოთ დამკვეთს“-განაცხადა ბეგიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, პროდუქციის პირველი შემსყიდველი თავად დამფუძნებელი, ებრაული კომპანია ELBIT Systems – Cyclone იქნება, სამომავლოდ კი იგეგმება პირდაპირი კონტრაქტების გაფორმება მსხვილ დამკვეთებთან.

"პირველ წელს 7 მილიონი დოლარის გაყიდვებს ვგეგმავთ, რომელიც ეტაპობრივად გაიზრდება და 3 წლის თავზე 60 მილიონ დოლარს უნდა მიაღწიოს. ვგეგმავთ, რომ 2020 წლისთვის საწარმოში უკვე 300-მდე ადამიანის დასაქმებას შევძლებთ", - აღნიშნა ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Aerostructure Technologies Cylone (ATC) საპარტნიორო ფონდისა და ებრაული ELBIT Systems – Cyclone-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიაა. ქარხანას მშენებლობას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. ამ ეტაპზე საწარმოში თითქმის დასრულებულია დანადგარების მონტაჟის პროცესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები