მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელმა ქარხნამ პირველ შემოწმება წარმატებით გაიარა

5b23a5402a280
მაია ბიწაძე
15.06.18 15:37
502
სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნა (ATC) პირველ სერტიფიკატს - ISO 9001 -ს თვენახევარში მიიღებს, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, მიხეილ ბეგიაშვილმა ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, საწარმოს სერტიფიცირება წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც კომპანია პროდუქციას თვითმფრინავის მწარმოებელ კომპანიებს მიაწვდის.

,, თვითმფრინავების ნაწილების ქარხანამ უკვე პირველი პროდუქცია გამოუშვა. შემდეგი ეტაპია სერტიფიცირება, რომელიც უკვე დაწყებულია. ისრაელის სტანდარტების ინსტიტუტიდან პირველი აუდიტი იყო ჩამოსული და შემოწმება წარმატებით გავიარეთ. თვენახევარში პირველ სერთიფიკატს - ISO 9001-ს მოგვანიჭებენ.

მაგრამ, მხოლოდ ISO სერთიფიცირება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თვიმფრინავის ნაწილები იყოს ავიაციაში გამოყენებული. ამის გარდა, გასავლელია ,,თვითმფრინავის მწარმოებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის“ სერტიფიცირებაა, ასევე ე.წ ,,ოიევის“ სერტიფიცირება, რომელიც გულისხმობს პირველი დეტალის წაღებას და შემოწმებას მწარმოებლის ქარხანაში, რაც საკმაოდ რთული პროცესია. სერთიფიცირების პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და თუ სამივე ეტაპს წარმატებით გადავლახავთ, შევძლებთ ნაწილების მიწოდებას თვითმფრინავების მწარმოებლებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბეგიაშვილმა.

სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნა (ATC) პირველ შეკვეთას სავარაუდოდ წლის ბოლომდე შასრულებს.

,, ორშაბათს საქართველოში ჩამოდის თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ შეამოწმებს ქარხანაში საწარმოო პროცესს. ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ 2019 წლის შეკვეთა მთლიანად დავაკონტრაქტოთ.

ბიზნესგგემის თანახმად, პირველი შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდევს 2019 წლის იანვარში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს, მაგალითად სერთიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი თითქმის გავლილია, შესაძლებელია რომ 2018 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდეს ეს პროცესი და წარმოება დაიწყოს, რომელიც გულისხმობს პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბეგიაშვილმა.

საუბარია საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების, მათ შორის, თვითმფრინავის კარებების, აეროდინამიკური ზედაპირის, საკონტროლო პანელის დამზადებაზე. აღნიშნული ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვ. ამისთვის ქართულმა და ისრაელის მხარემ, საქართველოში ერთობლივი კომპანია სს "“Aerostructure TechnologiesCyclone’’ (ATC)" დააფუძნეს, რაშიც 93 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. საწარმომ მუშაობა ერთი თვის წინ დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები